ერთადერთ პროგნოზში შევცდი, ვამბობდი, ჯერ წამალი იქნება, შემდეგ ვაქცინა-მეთქი – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მხოლოდ ერთ პროგნოზში შეცდა.

“ერთადერთი პროგნოზი იყო, რომელშიც შევცდი, შარშან გაზაფხულზე ვამბობდი, რომ ჯერ წამალი იქნება და შემდეგ ვაქცინა-მეთქი – შევცდი.

„სამკურნალო პრეპარატებზე ლაპარაკი არ მიყვარს, შემიძლია წამლებზე ლაპარაკი, მაგრამ ეს არ არის ჩემი პროფესია, ჩემი პროფესიაა ეპიდემიოლოგია და მიკრობიოლოგია. ძალიან კარგი იქნება, თუ ყველა გაითვალისწინებთ და მკურნალობაზე კითხვებს დაუსვამთ თენგიზ ცერცვაძეს და პროფილაქტიკაზე – მე“, – თქვა პაატა იმნაძემ მედიავებინარზე.