ერთად ვმუშაობთ საკითხებზე, რომელიც ოკუპაციიდან მომდინარე სირთულეს უკავშირდება -მაიკ პომპეო გახარიას

“ერთად ვმუშაობთ საკითხებზე, რომელიც ოკუპაციიდან მომდინარე სირთულეს უკავშირდება” – აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პანდემიის სირთულეებსა და ეკონომიკაზე ისაუბრეს.

“ჩვენ შესანიშნავი მეგობრები ვართ უკვე 30 წელია. მხარს გიჭერთ დემოკრატიულ საკითხებში და ერთად ვმუშაობთ იმ საკითხებზე, რომლებიც თქვენი ქვეყნის ოკუპაციიდან მომდინარე ტკივილსა და სირთულეს უკავშირდება. ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც თქვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რაც მნიშნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის და ყოველივე იმისთვის, რაც მომდინარეობს ჯანსაღი დისკუსიიდან და დემოკრატიიდან. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის. ვაფასებ ამ შესაძლებლობას და მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით”, -აღნიშნა მაიკ პომპეომ.