“ერთად უნდა დავსვათ სოცმუშაკები, პერსონალი, მეუფე სპირიდონი და ბავშვები”- ამის შესახებ, ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა განაცხადა. ნინოწმინდის პანსიონში სოციალური მუშაკები და ქართული ოცნების დეპუტატები შევიდნენ.
“დღეს უნდა დავსვათ ერთად სოცმუშაკები, პერსონალი, მეუფე სპირიდონი და ბავშვები. ბავშვებს მოვუხსნათ ის სტრესული ფონი, რაც იქ უცხო ადამიანების ყოფნით არის გამოწვეული და შემდეგ გადავიდეთ იმ ეტაპზე, როცა სოცმუშაკები დაიწყებენ ინდივიდუალურ მუშაობას ბავშვებთან.
მეუფე სპირიდონის პოზიცია სოცმუშაკებთან იყო მიმღებლური და რბილი. მათ ყველას აძლევს მუშაობის საშუალებას. ჩვენ ვეცდებით, რომ სოც მუშაკები ამ საშუალებას იყენებდნენ მანამ, სანამ სახალხო დამცველს არ ექნება მონოტორინგის შესაძლებლობა”. – ამბობს ბექა დავითულიანი.