“ერთია როდის მოგვაწოდებენ ვაქცინას, მაგრამ მეორეა ჩვენი ქვეყნის მზადყოფნა”- ამის შესახებ, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო აქტიურად არის ჩაბმული ვაქცინაციის პროცესში და ” ძალისხმევას არ იშურებს არც ერთ დონეზე”.
“რა თქმა უნდა, ერთია როდის მოგვაწოდებენ ვაქცინას, რამდენს მოგვაწოდებენ, რაც მთლად ჩვენს ქვეყანაზე არ არის დამოკიდებული, დამოკიდებულია საერთაშორისო კონიუნქტურაზე, მათ შორის მწარმოებლებზე, რა რაოდენობა არის დღეს მსოფლიოში ხელმისაწვდომი, მაგრამ მეორეა, ჩვენი ქვეყნის მზადყოფნა ამისთვის. აქ კითხვის ნიშნები არ უნდა დარჩეს. ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ ვაქცინის მოწოდების შეთხვევაში, შიდა მიზეზებით, რაიმე ორგანიზაციული ან ლოჯისტიკური მიზეზებით შეფერხება არ მოხდეს ვაქცინაციის. ამ კუთხით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაც, სამთავრობოც და საპარლამენტოც მნიშვნელოვანია, დამტკიცებულია ძალიან კარგი გეგმა, მიმაჩნია, რომ ეს გეგმა არის ოპტიმალური და მაქსიმალურად გათვლილი ქვეყნის და ადამიანების ინტერესებზე”, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე