“ერთი და იგივე პირი 2-ჯერ და 3-ჯერ შემოვიდა, 89-ე უბანი დასახურია” – ვითარება მარნეულში

მარნეულში, 89-ე საარჩევნო უბნის ერთერთი დამკვირვებელი ამბობს, რომ 1 პირი რამდენჯერმე იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ასევე, აძევებენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს.

“როგორც ყველა უბანში, იგივე ხდება აქ – ოცნების დამკვირვებლები ცდილობენ გააკონტროლონ უბნები. კომისიის თავმჯდომარეს არავინ არაფერს ეკითხება, დამკვირვებლები დგანან და იღებენ გადაწყვეტილებებს, ვინ უნდა გააძევონ უბნიდან. ენმ-ს ორივე წარმომადგენელი გააძევეს. ამ გადაწყვეტილებას იღებს ლაშა ჩხიტურიძე, რომელიც არის დამნაშავე. უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა: ერთი პიროვნება 2-ჯერ და 3-ჯერ შემოვიდა. ჩვენს წარმომადგენელს ფიზიკურად შეეხნენ. 89-ე უბანი არის დასახური. ცესკომ მიიღოს შესაბამისი ზომები”,- ამბობს ერთერთი დამკვირვებელი ტვ პირველთან ინტერვიუში.

ოცნების დამკვირვებლის განმარტებით, ენმ-ს წევრები იმიტომ გააძევეს, რომ რეგისტრატორებს მუშაობაში ხელს უშლიდნენ.