“ჯერ ერთი, ეს უკანონო ჩანაწერები როდის უნდა დასრულდეს?! ფაქტი ერთია, რომ რუსეთის სპეცსამსახურები უსმენენ თავიანთ ბიზნესმენებს თუ გარკვეულ წრეებს და შემდეგ ეს ჩანაწერები, რატომღაც, ოპოზიციურ არხებზე ხვდება. ამაზე ჩვენ ადრეც გამოვთქვით გარკვეული საფუძვლიანი ეჭვი, მაგრამ ახლა საბოლოოდ დადასტურდა.
იქ რა ნაწილიც მოვისმინე, რამე ტრაგიკული არის? თუ ეს მართალია და არ არის დამონტაჟებული. საუბარი რაზეა – ერთი მეგობარი მეორე მეგობარს გარკვეულ კონსულტაციაზე ურეკავს, ეს არის და ეს”
ასე ეხმიანება ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ივანიშვილისა და ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერს.