ერთი მხრივ არის მის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა, ხოლო მეორე მხრივ ძარცვა – მშვენიერაძე

“ერთი მხრივ არის მის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა, ხოლო მეორე მხრივ ძარცვა”-  ასე ეხმაურება, იურისტი გიორგი მშვენიერაძე, კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ, ” მთავარი არხის” ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის ფაქტს. მისი თქმით, რომელიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, რომ ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტისთვის, მიკროფონი წაერთმია რამდენიმე საათის წინ ექნებოდა პროკურატურას გამოძიება დაწყებული და ამავე თემაზე პრესკონფერენცია გამართლი.

”ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევა, ერთი მხრივ არის მის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა, ხოლო მეორე მხრივ ძარცვა – ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

ამ საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს პროკურატურამ, რადგან მთავრობის წევრის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება პროკურატურის ქვემდებარეა.

საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia – რომ არ დაიბნეთ, თეა წულუკიანის მიერ დღეს ჩადენილ დანაშაულზე გწერთ.” – წერს შვენიერაძე.