ერთი მხრივ ღრმად კორუმპირებულია და მეორე მხრივ, ცენზორი – გვარამია კახა ბექაურზე

“ერთი მხრივ ღრმად კორუმპირებულია და მეორე მხრივ, ცენზორი “- აცხადებს, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელ კახა ბექაურზე.

“ბატონი ბექაური არის ერთი მხრივ ღრმად კორუმპირებული და მეორე მხრივ ცენზორი. შეზღუდვებს აწესებს მედიისთვის ყველაზე უფრო ხშირად მთავარი ოპოზიციური არხი ანუ, ჩვენ ვყავართ დაჯარიმებული. ეს კაცი ერევა კერძო კომპანიების რეკლამის გაყიდვაში და სქემებს ალაგებს, შემოსავალს იღებს აქედან. ამას გარდა, ამ კაცის დაგეგმილია “რუსთავი 2-ის” ე.წ. საგადასახადო ვალდებულებებისთვის თავის არიდების სქემა. ამის გამო უკვე სამსახურეობრივი პასუხისმგებლობა კი არ უნდა დადგეს მისი მხოლოდ, არამედ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა” –  აცხადებს  ნიკა გვარამია.