ერთი ოლიგარქი აგრძელებს გავლენის მოხდენას პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ვხედავთ პოლიტიკურ პატიმრებს – მირიამ ლექსმანი

ერთი ოლიგარქი აგრძელებს გავლენის მოხდენას პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ვხედავთ პოლიტიკურ პატიმრებს – ” თქვა სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა.

”საქართველო იყო მოწინავე, მაგრამ ახლა ვხედავთ უამრავ ნეგატიურ ტენდენციას, რომელიც აზიანებს ქვეყნის სამომავლო განვითარებას. ერთ დროს მოწინავე ქვეყანამ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. რამდენიმე მიზეზია და ის უნდა ავსახოთ ანგარიშში. საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ყოფენ არა მხოლოდ პოლიტიკურ სივრცეს, არამედ საზოგადოებასაც. მმართველი პარტია აპრილის შეთანხმების იგნორირებას ახდენს. ერთი ოლიგარქი ინარჩუნებს გადამეტებულ გავლენას პოლიტიკურ ლანდშაფტზე, ჩიხშია საჭირო სასამართლო რეფორმა. ვნახეთ მასშტაბური თავდასხმები ჟურნალისტებზე და ვხედავთ დე ფაქტო პოლიტიკურ პატიმრებს ყოფილი პრეზიდენტის და ტელეარხის დირექტორის სახით. ეს არის მოვლენები, რომლებიც უნდა გამოვყოთ, რადგან ვხედავთ ქართველი ხალხის მისწრაფებას და ჩვენ მათ მხარეს უნდა დავდგეთ.” – განაცხადა ლექსმანმა.