ერთი პარტიით დაკომპლექტებული პარლამენტი არ ვარგა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ერთი პარტით დაკომპლექტებული პარლამენტი არ ვარგა და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, უკვე დარწმუნებული ვართ, რომ ეს ასე არ იქნება“, -განაცხადა კობახიძემ.
დღეს “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები ეუთო/ ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. დღევანდელი შეხვედრა საპარლამენტო არჩევნების შედეგებს შეეხო.