ერთი პირის გათავისუფლებას პირადად პუტინი ითხოვდა – თურქეთის პრეზიდენტმა, მისი შუამავლობით რუსეთსა და უკრაინას შორის შემდგარ სამხედრო ტყვეების გაცვლის დეტალებზე ისაუბრა.თურქეთის პრეზიდენტის სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს.
“ჩვენი ამოცანა იყო გაგვეცვალა 200 ტყვე. ყველა მათგანი ახლა თურქეთში იმყოფება, ისინი ჩვენი სტუმრები არიან. ერთ-ერთ ტყვის გადაცემას პირადად ვლადიმირ პუტინი ითხოვდა. ეს ადამიანი ჩვენ რუსეთში გავუშვით”,- განაცხადა ერდოღანმა.
გარიგების შედეგად, უკრაინამ 215 მებრძოლი დაიბრუნა, მათ შორის 108 უკრაინის ნაციონალური გვარდიის, აზოვის ბატალიონის მებრძოლები არიან.