“ერთმანეთზე გადაბრალების პროცესი წავიდა, მთელი მთავრობა განცხადებას უნდა წერდეს და მიდიოდეს ” – ასე აფასებს, ოპოზიციონერი დეპუტატი, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას.
“ქვეყანაში, რომელსაც მსოფლიოში კოვიდის მართვასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მონაცემები აქვს, ჯანდაცვის მინისტრი კი არა მთელი მთავრობა განცხადებას უნდა წერდეს და მიდიოდეს. როდესაც მთავრობა ამ პროცესის მართვაში ასეთი წარუმატებელია, ცხადია, შიდა განხეთქილება აუცილებლად შეიქმნებოდა იმიტომ, რომ წარუმატებლობა ვინმეს უნდა დაბრალდეს. როგორც ჩანს, ერთმანეთზე გადაბრალების პროცესი წავიდა. თუ ქალბატონი ტიკარაძის შეხედულებებს ბატონი ღარიბაშვილი არ ითვალისწინებდა, ჩემი აზრით, სწორად მოიქცა, რომ დაწერა განცხადება და წავიდა, მაგრამ ამით ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერ აუცილებს იმაზე, რაც მოხდა. კოვიდის მართვის პროცესი მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრის პრეროგატივა არ არის. ის კატასტროფული შედეგი, რაც გვაქვს, მთლიანად, მთელ.
“ჩამოშლის სერიოზული ტალღა იყო გახარიას წასვლა და ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილთან ძალიან დაახლოებული ჯანდაცვის მინისტრი ტოვებს ხელისუფლების შემადგენლობას. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ “ქართულმა ოცნებამ” ქვეყნის მართვის რესურსი ამოწურა და მილევის რეჟიმში გადავიდა. შიდა დაპირისპირება სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის მხოლოდ გაიზრდება”,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.