“მე განგიმარტავთ ბატონო რატი – პოლიტპატიმარი არის პირი, რომლის საქმეში ფიგურირებს პოლიტიკური კომპონენტი, ანუ მის მიმართ ხელისუფლების მხრიდან ხდება მართლმსაჯულების პოლიტიზირება, იმის მიუხედავად ის დამნაშავეა, თუ არა.

თქვენ ერთმანეთში გერევათ პოლიტპატიმრის და სინდისის პატიმრის განმარტებები. ან საიდან უნდა იცოდეთ განსხვავება ფუნთუშებზე გაზრდილმა ახალგაზრდამ, რომელსაც მხოლოდ ხელისუფლების ზურგს უკან ამოფარებულს შეგიძლიათ ყელყელაობა და ორივე სტატუსი უცხოა თქვენთვის…”

ასე პასუხობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი იუსტიციის მინისტრს, რომელმაც ანა ფოტიგას ჰკითხა, რას გულისხმობს სიტყვა “პოლიტპატიმარში” სააკაშვილზე საუბრისას.