“ერთპარტიული მმართველობის მზარდი აჩრდილი აედევნა საქართველოს”- ასე ეხმაურება, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას. ამის შესახებ, იან კელი სოციალურ ქსელი “ტვიტერზე” წერს და თან ურთავს ინფორმაციას, სადაც ნიკა მელიასთვის პარლამენტის მიერ იმუნიტეტის შეჩერებაზეა საუბარი.
გარდა ამ თემისა, იან კელი კიდევ ერთ პოსტს,სახალხო დამცველის განცხადებას აზიარებს, სადაც ომბუდსმენი მოუწოდებს პარლამენტს, არ გასცეს თანხმობა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, შემდეგი ტექსტით: „პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს პარლამენტს, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. მთავრობამ უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, ამ ნაბიჯით მიიღწევა თუ არა ეს მიზანი“.