ერთპარტიული პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს დღეს განიხილავს

ერთპარტიული პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. პროექტის მიღება 29 დეკემბრის რიგგარეშე სესიაზე იგეგმება.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა ოპოზიციისა კრიტიკის გარეშე ჩაივლის.

მთავრობის მიერ გადამუშავებული ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 1 662.2 მლნ ლარით და 16 758.1 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება.