საქართველოს მე-10 მოწვევის ერთპარტიულმა პარლამენტმა მთავრობას ნდობა ერთხმად გამოუცხადა.
ნდობის გამოცხადებას 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რის შემდეგაც სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. განხილვა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მხოლოდ “ქართული ოცნების“ წევრების მონაწილეობით წარიმართა.
პრემიერმინისტრის პოსტზე კვლავ გიორგი გახარიაა. უცვლელია მინისტრთა კაბინეტიც, გარდა იუსტიციის მინისტრისა.
- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – მიხეილ ჩხენკელი;
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – ლევან დავითაშვილი;
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – ნათელა თურნავა;
- თავდაცვის სამინისტრო – ირაკლი ღარიბაშვილი;
- იუსტიციის სამინისტრო – გოჩა ლორთქიფანიძე;
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – ეკატერინე ტიკარაძე;
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – მაია ცქიტიშვილი;
- საგარეო საქმეთა სამინისტრო – დავით ზალკალიანი;
- ფინანსთა სამინისტრო – ივანე მაჭავარიანი;
- შინაგან საქმეთა სამინისტრო – ვახტანგ გომელაური;
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – თეა ახვლედიანი.