ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება კოჰაბიტაცია – ოქიტაშვილი ღარიბაშვილის პრემიერობაზე

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი “კოჰაბიტაციას დაასრულებს”.

“ორ კვირაში მოხდება ბატონი ირაკლის კანდიდატურის დამტკიცება და მე ვფიქრობ, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება კოჰაბიტაცია იმიტომ, რომ ჯალათებთან კოჰაბიტაცია არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, ადამიანებს მიეცათ იმის იმედი, რომ ირაკლის პრინციპულობა და მისი ხასიათი ერთხელ და სამუდამოდ დაამთავრებს ამ ურჯულოებთან ურთიერთობას. ეს არის მთავარი”,– ამბობს ოქიტაშვილი შალვა რამიშვილთან ინტერვიუში.

მისივე განცხადებით, ღარიბაშვილი გარეჯის საქმეს “ბოლომდე მიიყვანს”.