“ვურჩევ, ჩამოვიდეს ერთხელ მაინც ოკუპაციის ხაზთან და შეხედოს ერთხელ მაინც სიტუაციას, თუ რა ხდება სოფლებში. იმ სოფლებში, რომლებიც ოკუპაციის ხაზთან მდებარეობენ, დაელაპარაკოს იმ ხალხს და გაიზიაროს მათი ჭირ-ვარამი, რაც ხდება აქ. გაიზიაროს ის რისკები, რა რისკებშიც ეს ადამიანები ცხოვრობენ. ყოველდღე შესაძლებელია ამ ადამიანების გატაცება, წამება და მოკვლა. ჩვენ პასუხისმგებლობიანი სამოქალაქო აქტივისტები ვართ და ყველა ჩვენი განცხადება ემსახურება ეროვნული ინტერესების დაცვას, ხოლო კობახიძის განცხადება, რომელიც ზოგადად ლაპარაკობს და ისვრის რაღაც ბრალდებებს, ეს არის უპასუხისმგებლო ადამიანის განცხადება, რომელსაც ცალ ფეხზე კიდია უსაფრთხოება, თავისი მოქალაქეები და მხოლოდ და მხოლოდ ოკუპანტების წისქვილზე ასხამს წყალს”
ასე ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა “ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, რომელიც ქაცარავას და ენმ-ს “პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ” მოუწოდებდა.