შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მისაღებად ერთ დღეში მონაცემთა ბაზაში 6 084 განაცხადი დარეგისტრირდა.
უწყების განცხადებით, პირველადი განცხადების წარდგენა 3-დან 24 დეკემბრამდე ხდება, ხოლო ამ ინფორმაციის დაზუსტება 28 დეკემბრის ჩათვლით.
შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სარეგისტრაციო განცხადება უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის, დამქირავებლისა და ობიექტის მფლობელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან — https://eservices.rs.ge.