ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 40-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს – გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 24 საათში უკრაინელებმა მტრის 40-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

“ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებით გასული დღის განმავლობაში, ჩვენმა დამცველებმა მტრის 42 შეტევა მოიგერიეს”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.