ერთ დღეში უკრაინელებსა და რუსებს შორის 40-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის ანგარიშში ნათქვანია რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებსა და უკრაინის დამცველებს შორის, გასული დღის განმავლობაში, ფრონტზე 40-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა, დამცველებმა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის თავმოყრის 10 რაიონს დაარტყეს რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 9 სარაკეტო და 57 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებს და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 61-ჯერ გაუხსნეს.

“რუსეთის ტერაქტების შედეგად, სამწუხაროდ, არიან დაღუპული და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები. განადგურდა საცხოვრებელი სახლები. უკრაინის მასშტაბით სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ ძალიან მაღალია“, – აცხადებენ გენშტაბში.