ერთ-ერთი გარდაცვლილი ბავშვია – ნანგრევებიდან 3 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს

ბათუმში, ნანგრევებიდან 3 ცხედარი ამოასვენეს, ერთ-ერთი გარდაცვლილი ბავშვია.  ადასტურებენ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

ამ დრომდე არ გაკეთებულა არც ერთი ოფიციალური განცხადება შესაბამისი უწყებებიდან. ადგილზე იმყოფება შს მინისტრი ვახტანგ გომელაური თუმცა ის კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებს, ასევე ვერ აზუსტებს იმ ადამიანების ზუსტ რაოდენობას, რომლებიც ნანგრევების ქვეშ იმყოფებიან.

ცოტა ხნის წინ, მაშველებმა ნანგრევებიდან შუახნის ქალის ცხედარი ამოასვენეს. სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ საცხოვრებელი კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს ერთი შშმ-პირი მამაკაცი და ქალი. ამოყვანილი ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი – კლინიკის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მას გული 3-ჯერ გაუჩერდა. ექიმები მის გადარჩენას ამ დრომდე ცდილობენ.