“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და ოცნების დეპუტატი, მაკა ბოჭორიშვილი სტრასბურგში ვიზიტით იმყოფებიან. კობახიძის თქმით, პარტნიორებთან განსახილველი ერთ-ერთი თემა მიხეილ სააკაშვილი.
“ყველა თემას შევეხებით, რაც უკავშირდება ადგილობრივ პოლიტიკას, საქართველოში პოლიტიკურ პროცესებს, რა თქმა უნდა, საუბრის ერთ-ერთი თემა ალბათ იქნება სააკაშვილიც. თუმცა ჩვენთვის მთავარია, რომ მივიტანოთ ის გზავნილები, რომელიც უკავშირდება ქვეყნის სამომავლო განვითარებას.
ქვეყნისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვისაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შეიცვალოს დღის წესრიგი, გამოვიდეთ პოლარიზაციის ჩაკეტილი წრიდან. ეს არის თანაბრად მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ასევე, ყველასთვის, ვისაც გული შესტკივა საქართველოზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ გარდა ამ დეტალებისა, რომელიც სააკაშვილის პატიმრობას უკავშირდება, პირველ რიგში, სწორედ ამ დღის წესრიგის ცვლილების საჭიროებაზე გვექნება საუბარი”, – ამბობს კობახიძე.