ერთ–ერთი ყველაზე დამღუპველი დღე რუსეთის საჰაერო ძალებისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ–ყირიმის სამხედრო ავიაბაზის დაბომბვის შედეგები

კომპანია Planet Labs–ის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოები პირველი დამოუკიდებელი მტკიცებულება გახდა იმ ზარალისა, რომელიც ყირიმში მდებარე რუსულ “საკის“ ავიაბაზას მიადგა. აქამდე დეტალები მიყენებული ზიანის მაშტაბის შესახებ საკმაოდ მწირი იყო.

ამ ფოტოებით ძნელია ზუსტად განსაზღვრა, რამდენი თვითმფრინავი განადგურდა სრულად და რა დაზიანებები მიიღეს დანარჩენებმა, თუმცა როგორც CNN აღნიშნავს, ყირიმის ბაზაზე მომხდარ აფეთქებას თამამად შეიძლება ვუწოდოთ ერთ–ერთი ყველაზე დამღუპველი დღე რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

არ არსებობს ისტორიაში მონაცემები, რომლებიც საბჭოთა თუ რუსული სამხედრო ავიაციისთვის ერთ დღეში, ერთი ინციდენტის შედეგად  მიყენებულ ამხელა დანაკარგს ასახავდა.

ფოტოებზე აშკარად ჩანს ამომწვარი მიწის მონაკვეთები– სავარაუდოდ ხანძრის შედეგად, რომელიც აფეთქებებს მოჰყვა. ასაფრენი ბილიკები თითქოსდა შენარჩუნებულია, თუმცა ათამდე საფრენი აპარატი განადგურებული ან სერიოზულად დაზიანებულია.

კადრებზე ასევე ჩანს კრატერების სერია, რომელთა დიდი ნაწილი ავიაბაზის გარკვეულ რაიონშია დაჯგუფებული, სადაც თვითმფრინავების დიდი ნაწილი ღია ცის ქვეშ იდგა და არა ანგარებში.

სრული სურათის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია, თუმცა ექსპერტები დაახლოებით ითვლიან  რა ღირებულების სამხედრო დანკარგები განიცადა რუსეთის საოკუპაციო საავიაციო ძალებმა საკის ავიაბაზაზე აფეთქებების შედეგად:

ვნახოთ თითოეული საფრენი აპარატის ღირებულება დაახლოებით :

8 გამანადგურებელი SU-27, ფასი-37$ მლნ,

6 ვერტმფრენი MI-8, ფასი- 6$მლნ ,

5 საფრონტო ბომბდამშენი SU-24, ფასი-25$ მლნ,

4 გამანადგურებელი SU-30M, ფასი -47$ მლნ,

1 სატრანსპორტო თვითმფრინავი IL-20РТ, ფასი 22$ მლნ,

რთულია საბრძოლო მასალების 4 საწყობის ღირებულების განსაზღვრა, რომელიც ასევე აფეთქდა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ რომ აქ იყო განთავსებული, როგორც საავიაციო ბომბები ასევე საჰაერო ბაზირების რაკეტები და  P-800 Oniks და P300K Bastion-ის ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები უხეში გათვლებით შეადგენს 150-200 მილიონ დოლარამდე, მთლიანობაში ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციაზე დაყრდნობით რუსეთმა დაახლოებით 860 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დანაკარგები განიცადა, ასევე გავრცელებული ინფორმაციით დაბომბვების დროს 60-მდე პილოტი და მომსახურე პერსონალი დაიღუპა 100-მდე კი დაიჭრა, პილოტების დაკარგვა რუსებისათვის აუნაზღაურებელი ზარალია, რადგან მას უკვე აქვს გამოცდილი კადრების პრობლემა,  რადგან პილოტების მომზადებას წლები ესაჭიროება.