ერთ-ერთ ბინაში არის დედა, 2 ბავშვი და მაზლი – ნანგრევებში დაახლოებით 8 ადამიანს ეძებენ

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლელა სურმანიძე აცხადებს, რომ 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში დაახლოებით 8 ადამიანს ეძებენ. განცხადება ლელა სურმანიძემ “ბათუმელებთან” საბურისას გააკეთა.

„ჩვენი სერვისცენტრის მენეჯერი და ამხანაგობის თავმჯდომარე ვის ოჯახებსაც დაეკონტაქტნენ, დაახლოებით 7-8 ადამიანი შეიძლება იყოს ნანგრვებში. ერთი მწოლიარე ქალია, რომელიც შესაძლოა იყო სახლში. ბავშვების ნაწილი სკოლაშია, ნაწილი ადამიანების სამსახურში. ასე, რომ 8 ადამიანია სავარაუდოდ ნანგრევებში,“- ამბობს ლელა სურმანიძე.

“ბათუმელები” ასევე ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ჩამონგრეული კორპუსის ერთ-ერთ ბინაში არის დედა 2 შვილთან და მაზლთან ერთად. ინფორმაციას ამის შესახებ, ოჯახის ახლობელი ავრცელებს.

„ერთი შვილი ბაღში მიიყვანა და დაბრუნდა. ტელეფონი გამორთულია და ვერ ვეკონტაქტებით“, – თქვა ქალმა “ბათუმელებთან” საუბარში

შეგახსენებთ, რომ ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე კორპუსი დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.