ამ წუთებში დაძაბული ვითარებაა 9 აპრილის სკვერში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ გოგონას სავარაუდოდ ჩაცმულობის გამო რადიკალი ჯგუფები გაეკიდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქის გარიდება სცადა ტერიტორიიდან თუმცა სიტუაცია კვლავ უკიდურესად დაძაბულია. რადიკალური და მოძალადე დაჯგუფებები გადამღებ ჯგუფს ქვებს ესვრიან.