“ერთ სასტუმროში კი არა, ერთ საწოლში გვეძინა ჩახუტებულებს და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღეთ. ნუ, რა კომენტარი უნდა გავაკეთო? “
ასე უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა ტვ პირველის ეთერში კითხვას, როგორ მოხვდნენ ის და ყოფილი პრემიერმინისტრი ვაშინგტონში ერთ სასტუმროში.
გასულ კვირას გიორგი გახარია ვაშინგტონში იმყოფებოდა იმ დროს, როცა აშშ–ს დედაქალაქს სტუმრობდნენ: მიხეილ სააკაშვილი, ნიკა მელია და ნაციონალური მოძრაობის წევრები, ასევე ლელოს წევრები.
ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ვაშინგტონში გახარია და სააკაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ.