ერთი სასულიერო პირის ავადობის გამო, რომ მრევლს ავუკრძალოთ ტაძარში მისვლა, არ იქნება მართალი – მეუფე დავითი

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი აცხადებს, რომ ყველამ უნდა დაიცვას ექიმის რეკომენდაციები, მაგრამ ეს არ ნიშნავს ,,საყოველთაო გაფიცვას”.

,,ყველამ უნდა დაიცვას ექიმის რჩევისაებრ ის სიფრთხილემ რაც თითოეულ ავადმყოფს ევალება. გაქვს სიცხე, არ უნდა წახვიდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს საყოველთაო, ერთი შეხედვით , გაფიცვას, რომ არ მივიდეთ ან ტაძარში ან სამსახურში. ამას რაღაც გადაჭარბებული მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. მე არ ვიცი, რა შეზღუდვა შეიძლება მოჰყვეს ამ ერთ ფაქტს. ის რომ ამ ერთი სასულიერო პირის ავადობამ გამოიწვიოს, ის რომ მრევლს ავუკრძალოთ [ტაძარში მისვლა], არ იქნება მართალი”,- ამბობს მეუფე დავითი.

საქართველოში სასულიერო პირი კორონავირუსით დაინფიცირდა.

ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მღვდელმა რამდენიმე დღის წინ წირვა თბილისში, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის რუსულ ტაძარში სხვა მღვდლებთან ერთად ჩაატარა.

ტაძარი ვერის პარკთან, ქიაჩელის ქუჩაზე ამ დროისთვის დაკეტილია. იქ ღვთისმსახურება არ მიმდინარეობს.