“შერიგების ერთადერთი ფორმულაა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მორატორიუმი გამოაცხადოს პირველივე არჩევნებზე, უარი განაცხადოს არჩევნებში მონაწილეობაზე. ამ შემთხვევაში დამტკიცდება, რომ კოალიციური მთავრობა პირველ რიგშია და არა საკუთარი მობობღება ხელისუფლებაში. ამ შემთხვევაში გაიზრდება ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც დღეს ველზე არიან. ენმ-ს მხარდამჭერების ხმა არ დაიკარგება, ისინი ჰარმოუნიულად გადაანაწილებენ თავისი ინტერესები მიხედვით სხვა დანარჩენ პარტიებზე. ასევე, ოცნების ხმების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც ოცნებას იმიტომ აძლევენ ხმას, რომ არ მოვიდნენ ნაციონალური მოძრაობა, ისიც გადანაწილდება. ეს არის შემდეგ არჩევნებზე კოალიციური მთავრობის გარანტირებული ფორმულა. თუ არადა, კვლავ გარანტორებად დარჩებით ოცნების მეოთხე ვადით მოსვლაზე”

ამბობს პარტია “ევროპელი სოციალისტების” დეპუტატი არმახ ახვლედიანი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.