ერიტორიების დეოკუპაციისთვის მოსამზადებლად რამდენიმე თვე გვჭირდება – რეზნიკოვი

უკრაინის შეირაღებულ ძალებს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისთვის რამდენიმე თვე სჭირდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი  ავრცელებს.

“ამას დრო სჭირდება. საუბარია რამდენიმე თვეზე, როცა სრულად მზად ვიქნებით. შემდეგ კი, გენერალური შტაბის გადაწყვეტილებით, გარკვეული მოვლენები განვითარდება”, – თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.