უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაციას “პროპაგანდისტული შოუს” უწოდებს. ერმაკი აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება ცდილობს დააშინოს ხერსონის მაცხოვრებლები “ქალაქის დაბომბვის შესახებ ყალბი ცნობით” და მოაწყოს “ევაკუაციასთან დაკავშირებული პროპაგანდისტული შოუ.”
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები უკრაინის ქალაქებს არ დაბომბავს.
TASS-ი რეგიონის საოკუპაციო ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხერსონში მაცხოვრებლების “ორგანიზებული მოძრაობა” დნეპრის მარჯვნიდან მარცხენა სანაპიროზე დაიწყო, სადაც დროებითი განსახლების ობიექტებია განლაგებული.