საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო კიდევ ერთმა, მესამე წევრმა ნიკოლოზ გაგუამ დატოვა. მას უფლებამოსილება 2 თვის შემდეგ შეუჩერდება. ნიკოლოზ გაგუა ცენტრალურ ბანკში ვიცე-პრეზიდენტის პოსტსაც იკავებდა.
ეროვნული ბანკის საბჭო ვიცე-პრეზიდენტებმა, არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ დატოვეს. ეროვნული ბანკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემაც.