“კურიერის“ ინფორმაციით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობას კონსტანტინე გამსახურდია დაიკავებს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
“პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა” – წერს გიორგი კეკელიძე.
კონსტანტინე გამსახურდია 2020 წელს გერმანიაში საქართველოს დესპანის თანამდებობაზე დაინიშნა.
მანამდე ის . 2008–2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“. 2011 წელს საქართველოს პარლამენტმა კონსტანტინე გამსახურდია გაერო-ს ჟენევის ოფისის ეგიდით მოქმედი ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირსა და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად (ელჩად) დაამტკიცა.