ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია დღეს, 4 მარტს, 10:00 საათზე დაიწყო. პროცესი 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.

რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.: online.naec.ge.

ეროვნული გამოცდების გარდა, რეგისტრაცია დაიწყო საერთო სამაგისტრო გამოცდის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის.