სულ ცოტა ხნის წინ:
კორონააო, აეროპორტიდან ხალხს ხსნიდნენ და ციხედ გადაკეთებულ სასტუმროებში მიჰყავდათ.

სახლში დარჩითო გაიძახოდნენ და ვინც სამსახურში ივლით მკვლელები ხართო.

ქუჩაშიც პირბადით იარეთო, ვერ ხედავთ რა ხდება იტალიაშიო.

9-ის მერე საერთოდ არ იაროთო, სახლში იჯექითო.
ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო თამაში დავხურეთ, კორონაა და ხალხზე ვზრუნავთო.

(საქართველოს ნაკრებს არავისთან არაფერზე არ შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია, მაგრამ ყველას გულის სიღრმეში გვეცოდინება, რომ ჩვენმა სახელმწიფომ, საკუთარი მოედნის ნაჩუქარი უპირატესობა საკუთარ ნაკრებს გაუნიავა).

გზებს ვრეცხავდით, თან ვამაყობდით.
დღესაც კი, 11 საათის მერე გარეთ არ ჭამოთო გვეუბნებიან, მისვლა მოსვლა არ გქონდეთო. ხალხი არ აზიაროთო ეკლესიას ეუბნებოდნენ და თავად კრამიტით ალავერდს გადადიოდნენ სუფრაზე. ეს და უამრავი ასეთი ბოდვა, როგორც ნაცების ისე ქოცების ერთობლივი, ე.წ. ბიპარტიული შეთანხმებით პრავდებოდა.

ახლა კი:
ერთმა 50 ათასკაციანი მიტინგი მოაწყო, სადაც ერთად მოაგროვა პენსიონერები და ათას ღობე ყორე მოდებულ პოლიტიკოსებს ჩაახუტა. (არაფერს ვიტყვი ბატონ გიგი უგულავას ქეისზე).

დღეს კი მეორე მიტინგია, რომლის გაცხადებული მიზანია, რომ წინაზე ბევრად დიდი იყოს და ბევრად მეტი რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანი ჩაახუტოს ერთმანეთს.

თუ იმ რწმენით არ მოძრაობ, რომ კორონა საერთოდ არ არსებობს და ეს ყველაფერი ბილ გეითსის და მისი საძმაკაცოს მიერ ხალხის მასობრივად დასაჩიპად არის მოგონილი, როგორ შეიძლება ამას შენით აორგანიზებდე და თან სიამაყით. ისე რომ არაფერში არ გჭირდება, არანაირი აუცილებლობა, არანაირი მიზანი და სათქმელი არ გაქვს, გარდა იმისა, რომ მოსულები დაითვალო. ითვლი და შლი. (დათვლაც დროზეა მოსასწრები, თორემ ხელში შემოგეშლება თავისითაც).

ამ ყველაფერში, ფულს იხდი. ღატაკი ქვეყნის მოსახლეობას ფულს უხდი იმაში, რომ სიცოცხლით გარისკოს, შენ კი მხოლოდ უნდა დათვალო, ამით ერთობი, სხვას არაფერს არ აქვს, არც მნიშვნელობა და არც მიზანი.

როცა თავად ასე ღიად და დაუფარავად ეროვნული მასშტაბის “კალმარის თამაშების” მოწყობით ერთობით, 11-ის მერე რესტორანში ჭამას ჩვენ რა ნამუსით გვიშლით?

ან საერთოდ რამეს როგორ გვიშლით კორონა არგუმენტით? შეზღუდვები მაინც მოხსენით თქვე ჩათლახებო!”

წერს პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია. ცნობისთვის, დღეს მმართველი პარტია, ქართული ოცნება თბილისში აქციას მართავს.