საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად კიდევ $40 მილიონი დოლარი გაყიდა. შედეგად, ეროვნული ვალუტა მცირედით გამყარდა.
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2969 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3011 ლარი იყო, შესაბამისად, კურსის ცვლილებამ 0.42 თეთრი შეადგინა.
ეროვნული ვალუტა დღეს ევროსთანაც გამყარდა 3.9982-მდე, კურსის ცვლილება 0.50 თეთრი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.