მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურის მიერ ტვ პირველის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყებას ეხმიანება. უწყებამ გამოძიება კერძო საუბრების უნებართვო ჩაწერაზე, გამოყენებასა და გავრცელებაზე დაიწყო.
გვარამიას შეფასებით, ეს მედიის დასჯის განაცხადია.
“პროკურატურის განცხადება ბოდვაა. მაგრამ უაღრესად საშიში ბოდვა. განსაკუთრებით – “ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე” – აი ამ ნაწილში. ესაა ჟურნალისტების და მედიის დასჯის განაცხადი, არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი. P.S. დანარჩენის აბსურდულობაზე წერაც არ ღირს, იმდენად ცხადია, და, რაც დავწერე იმასთან შედარებით, მეორეხარისხოვანი”,- აცხადებს გვარამია.
ცნობისთვის, TV პირველმა გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში საუბარია Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის ადამიანებზე ანგარიშსწორებასა და სხვა “სადამსჯელო ღონისძიებებზე”.