“მინდა, გიორგი ბაჩიაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ სოლიდარობა გამოვხატო. წარმომიდგენია, ამის მოსმენა, გაგება და ტერორში ყოფნა ოჯახისთვის რამდენად მძიმეა. ვუთანაგრძნობთ და მათ გვერდში ვართ. შეფასებას რაც შეეხება – ეს არის რუსული, კრიმინალური რეჟიმის საქციელი. რუსეთში ასე ხდება. ფულის ამოღების, მიტაცების, რეკეტის მიზნით ციხეში პირადი შურისძიება – და ადამიანის წამება, იმიტომ რომ ივანიშვილს უნდა, მას რაღაც წაართვას. ეს კატასტროფაა […]
ივანიშვილმა მოინდომა, სამარტოო საკნის კარი გაიღო და ადამიანს სასტიკად გაუსწორდნენ. ეს სისტემის აბსოლუტური აღვირახსნილობაა”.
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ციხეში ცემის ფაქტს გამოეხმაურა.