”ესაა ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა”- ასე ეხმაურება ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ევროკავშირის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებს, რომელიც წარუმატებლად დასრულდა. საელჩოს განცხადებით, ჩაშლილი მოლაპარაკებები არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რომელიც გააჭიანურებს საქართველოს პროგრესს და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს.
“ძალიან ვწუხვართ, რომ ევროკავშირის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებზე საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა. ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა და გააჭიანურებს საქართველოს პროგრესს და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. მნიშვნელოვანია მეტი პროგრესი სასამართლო და საარჩევნო რეფორმების კუთხით და მოვუწოდებთ ყველა მხარეს გააგრძელონ მოლაპარაკებები მანამ სანამ არ შედგება შეთანხმება ყველა საკითხზე”, -აცხადებენ საელჩოში.