ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ვაქცინაციას ვერ მოახერხებს.
“ვაქცინაზე რასაც აკეთებს ხელისუფლება – არის ჩვეულებრივი კრიმინალური აქტი. ესენი ვაქცინაციას ვერ მოახერხებენ. არც უნდათ!”,– წერს დეკანოიძე Facebook–ის პირად გვერდზე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ვერ ასახელებს თარიღს, როდის მიიღებს საქართველო ვაქცინას. გამყრელიძის თქმით, ასტრაზენეკას ვაქცინა მარტში შემოვა, თუ მწარმოებლები “არ დაგვაღალატებენ”.
ცნობისთვის, ხელისუფლება ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებას თებერვლის დასაწყისში გეგმავდა, თუმცა თენგიზ ცერცვაძის თქმით, პროცესმა 1–2 კვირით გადაიწია, რაც ტრაგედია არ არის.