“ესპანეთი უცხოელი ტურისტებისათვის ივლისიდან გაიხსნება”. – ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა გააკეთა.
“როგორც თქვენთვის ცნობილია ესპანეთი წლის განმავლობაში 80 მლნ-ზე მეტ ტურისტს მასპინძლობს. ამიტომ მე ვაცხადებ, რომ ესპანეთი უცხოელი ტურისტებისათვის ღია ივლისიდან იქნება. ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ ტურისტებს არანაირი საფრთხე არ დაემუქრებათ. ესპანეთი თქვენ გელოდებათ ივლისიდან”,- განაცხადა პედრო სანჩესმა.