ბრიტანეთისგან განსხვავებით, სადაც ქვეყანაში შემსვლელთათვის ორკვირიანი სავალდებულო კარანტინი ამოქმედდება, პორტუგალია ტურისტებისთვის იხსნება. ქვეყნის მთავრობა ტურიზმის მნიშვნელობაზე საუბრობს. საგარეო საქმეთა მინისტრმა, აუგუსტო სანტოს სილვამ განაცხადა, რომ ქვეყანა ტურისტებისთვის ღიაა და მათ აეროპორტში მხოლოდ სანიტარული კონტრლი და უსაფრთხოების წესები ელით, რომელიც უკვე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ნორმად იქცა: აეროპორტში ნიღბის ტარება და დისტანციის დაცვა სავალდებულოა. სხვამხივ, სილვას განცხადებით სახელმწიფო უწყებები მზად არიან ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების შეტანის საფრთხეს გაუმკლავდნენ.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ელის, რომ ევროკავშირის შიდა საზღვრები 15 ივნისიდან გაიხსნება, მანამდე კი მეხუთე რესპუბლიკაში თანდათანობით ამსუბუქებენ შემზღუდავ ზომებს. კერძოდ, ნებადართულია პლაჟებზე გასვლა, თუმცა მხოლოდ სეირნობისა და სერბილისთვის. პლაჟზე წოლა და გარუჯვა ჯერჯერობით აკრძალულია.
შემზღუდავი ზომები შემსუბუქდა ესპანეთის რეგიონთა უმრავლესობაში. ორშაბათიდან კი კარანტინიდან გამოსვლის პირველი ეტაპი დაიწყება მადრიდსა და ბარსელონაი, სადაც რესტორნები, ბარები და კაფეები სტუმრების მომსახურებას ტერასებზე შეძლებენ. გაიხსნება მუზეუმები. დაშვებული იქნება სპორტი, სეირნობა და სუფთა ჰაერზე მცირე ჯგუფებად შეკრება. ამასთან ერთად, ნიღბების ტარება სავალდებულოა.
მკაცი საკარანტინო ზომები ესპანეთში მარტის შუა რიცხვებიდან შემოიღეს. საგანგებო მზადყოფნის რეჟიმი ამ კვირას 7 ივნისამდე გაგრძელდა. ამის შემდეგ ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ქვეყნის ზოგიერთ რეგიონებს გახსნის ვიზიტორებისთვის ევროკავშირის ქვეყნებიდან, თუმცა ტურიზმის სრულფასოვან ამუშავებაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის.