ესპანეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის ახალგაზრდა სამი თვის ორსული იყო. ის მეუღლემ იპოვა.
ოჯახი მიიჩნევს, რომ გოგო მოკლეს. ის წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურიდან იყო. ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილს გარკვეული რაოდენობის თანხა ქართველმა ნაცნობმა მოპარა, რომელსაც უკან დაბრუნებას სთხოვდა, თუმცა აღნიშნული პირი მას მკვლელობით დაემუქრა.
ქალმა ადგილობრივ სამართალდამცველებს მიმართა, პოლიციის დატოვების შემდეგ ის ვალენსიაში მდებარე ერთ-ერთ პარკში ხეზე ჩამომხრჩვალი ნახეს. ოჯახი ფიქრობს, რომ ის ქართველმა ნაცნობმა მოკლა.