ესპანეთში ბოლო დღეღამის განმავლობაში კორონავირუსით 399 ადამიანი გარდაიცვალა. ესპანური პრესის მონაცემებით ეს არის ბოლო ერთი თვის მანძილზე ყველაზე მცირე მაჩვენებელი. ამავე დროს, დაავადებულთა რიცხვი კვლავ იზრდება, თუმცა დინამიკა შედარებით შემცირებულია. გასულ დღეღამეში 4200 ახალი დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებულთა საერთო რიცხვმა ქვეყანაში 200 000–ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 20800 ადამიანი.
ამ ფონზე მადრიდმა განაცხადა, რომ აპირებს მთლიანობაში იზოლაციის ზომები გააგრძელოს, თუმცა თანდათანობით ზოგიერთი ზომა გაუქმდება. მაგალითად , ერთი კვირის შემდეგ 12 წლამდე ბავშვებს ქუჩაში გამოსვლის უფლება ექნებათ. მთლიანობაში კარანტინს ხელისუფლება მინიმუმ 9 მაისამდე გააგრძელებს.
ვინაიდან საავადმყოფოებზე ზეწოლა მნიშვნელოვნად შემცირდა, მადრიდში დაიხურა საველე ჰოსპიტლის ერთ–ერთი განყოფფილება, რომელშიც მადრიდის საგამოფენო ცენტრი იყო განთავსებული. თანამშრომლები საავადმყოფოს აპლოდისმენტებით დაემშვიდობნენ.