23 თებერვალს, ესპანეთში, 4 ქართველი მეზღვაური დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. გამოცემის თქმით, გემზე რომელზეც ქართველი მეზღვაურები იმყოფებოდნენ, 3 ათასი კილოგრამი კოკაინი იყო. სამართალდამცავებმა, ეკიპაჟის წევრები, ესპანეთის ტერიტორიულ წყლებში გადაადგილდებისას დააკავეს.
ეკიპაჟის წევრებმა, გემის ჩაძირვა და ნივთმკიცებულებების განადგურება სცადეს თუმცა სამართალდამცავებმა, გემიდან კოკაინის ამოღება მაინც შეძლეს.
ქართველი მეზღვაურების გარდა დაკავებულია 5 თურქი მეზღვაურიც.