რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ტალინთან ახლოს ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. ესტონეთმა ინციდენტის გამო რუსეთის საქმეთა რწმუნებული დაიბარა.
სამი MiG-31 ტიპის რუსული ავიაგამანადგურებელი ესტონეთის საჰაერო სივრცეში ფინეთის ყურიდან ნებართვის გარეშე შეიჭრა და ქვეყნის ცაში ჯამში 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
“რუსეთმა წელს უკვე ოთხჯერ დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე, რაც თავისთავად მიუღებელია. მაგრამ დღევანდელი შემოჭრა, ჩვენს საჰაერო სივრცეში სამი ავიაგამანადგურებლის ჩართულობით, უპრეცედენტოდ თავხედურია.რუსეთი მზარდად ექსტენსიურად ცდის საზღვრებს და მზარდ აგრესიას უნდა ვუპასუხოთ პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხის სწრაფი გაძლიერებით.”- თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცაჰკნა.













