ესტონეთი უკრაინას ყველა მათთვის ხელმისაწვდომ 155 მმ-იან ჰაუბიცას გადასცემს

ესტონეთის ელჩი უკრაინაში, კაიმო კუუსკიმ განაცხადა, რომ ესტონეთი უკრაინას 155 მმ-იან ჰაუბიცებს გადასცემს.

“ჩვენ ყველა ჩვენს 155 მმ-იან ჰაუბიცებს ვაძლევთ უკრაინას. და გვინდა ამ გზით შევქმნათ პრეცედენტი, რათა სხვა ქვეყნებს არ ჰქონდეთ საბაბი, თუ რატომ არ შეუძლიათ უკრაინას მიაწოდონ საჭირო იარაღი ომის მოსაგებად”, – თქვა ესტონეთის ელჩმა უკრაინაში.