ესტონეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების გაცემა შეაჩერა

ესტონეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების გაცემა შეაჩერა. ამის შესხებ, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა,  ს ევა-მარია ლიიმეციამ განაცხადა.

“ესტონეთი აღარ გასცემს ახალ C და D კატეგორიის (ტურისტული) ვიზებს რუსეთის მოქალაქეებზე. აკრძალვა გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი გააგრძელებს ომს უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამ რეგიონში შემაკავებელი ზომები იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე აქამდე, რადგან ევროპაში არსებული ვითარება მკვეთრადაა შეცვლილი”- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.