ესტონეთის მთავრობა Yandex.Taxi-ის სანქციებს უწესებს და კომპანიას ქვეყანაში ოპერირებას უკრძალავს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმაგანაცხადა, რომ დამატებითი სანქციების დაწესება აუცილებელია ესტონეთის უსაფრთხოების დასაცავად.
“Yandex ტაქსისთვის მუშაობის აკრძალვა ჩვენგან მკაფიო სიგნალია, რომ ესტონეთში არ არის იმ კომპანიების ადგილი, რომლებიც რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ. ჩვენ ევროკავშირის ყველა ქვეყანას შევთავაზეთ, რომ ანალოგიურად მოიქცნენ და მათაც დაუწესონ სანქცია იანდექსს”. – თქვა კაია კალასმა.
“იანდექსისთვის მუშაობის აკრძალვის მიზანი ის არის, რომ ესტონელი მოქალაქეების პირადი ინფორმაცია ამ კომპანიის მეშვეობით რუსული სპეცსამსახურების ხელში არ აღმოჩნდეს. ეს ესტონეთის უსაფრთხოებას სეროზულ საფრთხეს უქმნის”- აცხადებს, ესტონეთის მეწარმეობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრი, ანდრეს სუტი.