“არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, ორგანიზაცია “ქართული ოცნების” ზოგიერთი დღევანდელი ბოსი რას ლაპარაკობს. მათ სიტყვას ფასი არ აქვს. მათ შეუძლიათ, ხვალ გამოვიდნენ და სრულიად საპირისპირო თქვან. ადამიანები, რომლის სიტყვასაც ფასი აღარ აქვს აღარც ქვეყნის შიგნით, აღარც ქვეყნის გარეთ, მათზე კომენტარი როგორ უნდა გავაკეთო.

ეს ადამიანები დაახლოებით 1 წლის წინ ქება-დიდებასა და ხოტბას მასხამდნენ, მაშინაც მათი ქების ფასი იყო ნული, დღესაც მათი ლანძღვის ფასი არის ნული. მე ნერვები არ გამიტოკდება”

ამბობს თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია ქართული ოცნების ლიდერებზე.